четверг, 11 марта 2010 г.



  1. პროექტის სახელი: "მოფუსფუსე მეგობრები".


  2. პროექტის მოკლე აღწერა:ფუტკრის ოჯახის მოვლა. თაფლისა და საეკლესიო სანთლის დამზადება.


  3. პროექტის სრული აღწერა:პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ფუტკრის ოჯახის მოშენება. პროექტი გულისხმობს სამ ეტაპს: პირველ–ეტაპზე სკოლის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფუტკრის ოჯახის შესახებ. მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან კედლის გაზეთს. მეორე ეტაპი გულისხმობს უშუალოდ ფუტკრის ოჯახის შეძენას, რაც შესაძლებელი გახდება დონორი ორგანიზაციის თუ მუნიციპალური ორგანიზაციის დახმარებით. მესამე ეტაპზე მოსწავლეები სპეციალურ გაკვეთილებზე დაეუფლებიან თაფლის დამზადებასა და საეკლესიო სანთლის ჩამოსხმის ტექნიკას. ყოველივე ამის შემდეგ ბავშვები გახდებიან ინიციატორები საქველმოქმედო აქციის და სკოლასთან ახლო მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარს შენაწირის სახით გადასცემენ მათ მიერ დამზადებულ საეკლესიო სანთლებს, ხოლო თაფლს სათნოების სახლის ბინადართ.


  4. მოსწავლეთა ასაკი:შეუზღუდავი


  5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი წელი


  6. პროექტის შესაძლო აქტივობები:ინფორმაციის მოძიება ინტერნეტითა და გამოკითხვის საშუალებით, მოძიებული მასალის პრეზენტაცია.




  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების, კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის უნარი, მიეჩვევიან შრომას, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გააღვივოს ქველმოქმედების სურვილი. მოსწავლეები დაეუფლებიან საეკლესიო სანთლის და თაფლის დამზადების ტექნოლოგიას. ამავე დროს ხელი შეეწყობა უნიკალური ქართული ფუტკარის გამრავლებას (რადგანაც ქართულ ფუტკარს შეუძლია ისეთი ყვავილებიდან ნექტრის ამოღება, რომლიდანაც სხვა ჯიშის ფუტკრები ვერ იღებენ)


  8. სარგებელი სხვებისთვის:სარგებელს მიიღებს სკოლა, ეკლესია, სათნოების სახლი.


  9. სამუშაო ენა:ქართული


  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: იანეთის საჯარო სკოლის უფროს კლასელები


  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია (შეისწავლიან თაფლის შემადგენლობას), გეოგრაფია (შეისწავლია იმ ტერიტორიებს სადაც განსაკუთრებით მრავლდება ქართული ფუტკარი), რელიგია (შეისწავლიან სანთლის საკრალურ საღვთისმსახურო მნიშვნელობას).


  12. პროექტის ფასილიტატორი:გულნარა ონიანი.


  13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:gulnaraoniani7@gmail.com


  14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:goniani.blogspot.com